ელგუჯა ხოკრიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განახლებული სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის“ გარემოსდაცვითი ის ნაწილი განიხილეს, რომელშიც მომდევნო წლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, ქმედებები და პრიორიტეტული მიმართულებებია ასახული. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით ეტაპობრივად დაინერგება ევროკავშირისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპები და სტანდარტები.
სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის“ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით მიმდინარე კვირას ნდობის გამოსაცხადებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები