იმუნოლოგი ნინო გაფრინდაშვილი: „ომიკრონის“ გადადების საფრთხე ბევრად უფრო მაღალია, იმუნიზაცია გვაძლევს საშუალებას, რომ თავი დავიცვათ

იმუნოლოგ ნინო გაფრინდაშვილის განცხადებით, COVID 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონის“ გადადების საფრთხე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე არსებული კოვიდის ვარიანტებისა. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმუნიზაცია ვირუსისგან თავის დაცვის საშუალებას გვაძლევს.

„როგორც საქართველო, ასევე მთელი მსოფლიო დადგა საშინელი გამოწვევის წინაშე, რომელმაც ყველა ფეხზე დააყენა და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს შეუქმნა საფრთხე. როგორც ვიცით, ვირუსის მუტაცია ძალიან ჩვეულებრივი რამაა. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ მუტაცია შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც. შეიძლება, ვირუსმა მუტაცია შედეგად ვირულენტობა სრულად დაკარგოს და შესაბამისად ნაკლებად საფრთხისშემცველი გახდეს. მაგრამ, კოვიდვირუსი საკმაოდ მავნეა, რომელმაც მუტაცია განიცადა და უფრო საფრთხისშემცვლელად ჩამოყალიბდა. „ომიკრონი“ პირველად აფრიკაში დაფიქსირდა. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ არ დაფიქისრებულა, თუმცა მოგზაურობებიდან გამომდინარე, არსებობს იმის საფრთხე, რომ მალე საქართველოშიც გამოჩნდეს. თუმცა ვიმედოვნებ, ეპიდსიტუაციის კარგი კონტროლის გამო ეს ასე არ მოხდება.
ვირუსის ახალი ვარიანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო საფრთხისშემცველია, რადგან მას ახასიათებს მეტი ვირულენტობა ახასიათებს, ანუ მეტად გადამდებია. მისი გადადების საფრთხე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე არსებული კოვიდისა.
უფრო მეტია ალბათობა, რომ ბევრად მაღალი სიკვდილიანობა გამოიწვიოს“ – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

იმუნოლოგი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ვთხოვ მოსახლეობას, სამედიცინო სფეროს მოქალაქეობრივი თვითშეგნებით დაეხმაროს, რაც მასზე დამოკიდებული შეასრულოს, ეს იქნება იმუნიზაცია და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ვიცით: ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის ტარება, მასობრივი შეკრებებისგან თავის შეკავება. რაც აუცილებლად ყველაზე ყურადსაღებია, ესაა იმუნიზაცია. იმუნიზაცია რეალურად იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ ყველაფისგან თავი დავიცვათ.

როდესაც სეზონი დგება, გარკვეულწილად , კოვიდის სხვა ვირუსებთან თანხვედრის საფრთხეც იზრდება. არსებობს მოსაზრება, რომ კოვიდის ვიურსი ბავშვებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ღმერთის წყალობით. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა საფრთხე იმისა, რომ დაავადებების თანხვედრა მოხდეს, არსებობს. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვებიც აგვეცრა. სახელმწიფომ გააკეთა ის, რომ ვაქცინაცია უფასო იყო. მომართვინობაც იყო , პატარა ბავშვებსაც ცრიდნენ. ასევე, 12 წლის ასაკიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია ხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ 12 წლის ასაკიდან „ფაიზერის“ ვაქცინით აცრაზე მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია. ამ ფონზე გარკვეულწილად საფრთხე დაწეულია, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. აუცილებელია, კიდევ ერთხელ დავინახოთ, აცრას რა მნიშვნელობა აქვს. ის სიკვდილიანობის მაჩვენებელს ქვემოთ სწევს.

რაც შეეხება მწვანე პასპორტს: ეს ნამდვილად კარგი წამოწყებაა. კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ კოვიდის წინააღმდეგ დაცვის ხარისხი ავწიოთ. მესმის ქილიკი, პროტესტი, მაგრამ როდესაც დაავადებასა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლზეა საუბარი, აქ პირადი სურვილები უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ“ – განაცხადა ნინო გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები