რა გახდა CNN-დან ტელეწამყვანის გათავისუფლების მიზეზი – კრის კუომოს შევიწროებაში ადანაშაულებენ

CNN-მა სამსახურიდან ტელეწამყვანი, ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ძმა, კრის კუომო სამსახურიდან გასულ კვირას გაათავისუფლა.

ტელეარხმა თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ “კრის კუომო იყენებდა თანამდებობას ძმის დასახმარებლად, სექსუალური შევიწროების ბრალდებებისგან თავის დაცვაში”. იგივეს აცხადებენ პროკურატურაში, რომ ჟურნალისტმა თავისი პროფესიული კონტაქტები გამოიყენა იმისთვის, რომ წინასწარ მიეღო ინფორმაცია ძმის საქმეში, შესაძლო ახალი მსვლელობის შესახებ.

თუმცა, ირკვევა, რომ კუომოს გათავისუფლება კიდევ ერთ მიზეზს, შეიძლება უკავშირდებოდეს – შევიწროებაში დადანაშაულებას.

კერძოდ, კომპანია Katz, Marshall & Banks-ის ადვოკატი, დებრა კაცი აცხადებს, რომ კრის კუომო სამსახურიდან შევიწროებისთვის არის გათავისუფლებული.

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “ოთხშაბათს, 1-ელ დეკემბერს, მე დავუკავშირდი CNN-ს და შევატყობინე, რომ ჩემი კლიენტი, კრის კუომოს შევიწროებაში ადანაშაულებს. პარასკევს ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს CNN-თან, რომ მათთვის ჩემი კლიენტის ბრალდებების დოკუმენტური მტკიცებულება მიმეწოდებინა. წუხელ, CNN-მა დაუყოვნებლივ უპასუხა ჩემი კლიენტის საჩივარს და კუომო გაათავისუფლა“. მისი თქმით, გენერალურმა პროკურორმა გამოაქვეყნა დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ კრის კუომო ასევე “აქტიურ როლს თამაშობდა იმ ქალების ცილისწამების მცდელობაში”, რომლებმაც ბრალი წაუყენეს მის ძმას.

ენდრიუ კუომომ გუბერნატორის პოსტი შევიწროების ბრალდებების გამო დაკარგა. მას ბრალს 11 ქალი სდებს, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან მუშაობდნენ. კუომო ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე თქვა, რომ მისი მიდრეკილება ტაქტილური კონტაქტისადმი მეგობრული იყო და სექსუალურ ქვეტექსტს არის მოკლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები