ბრიუსელში შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, 20-მდე პირი დაკავებულია

ბრიუსელში კოროვირუსული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ცალკეული შეტაკებით დასრულდა.

პოლიციის ცნობით, მთავრობის ზომების წინააღმდეგ გამართულ აქციაში 8000 ადამიანი მონაწილეობდა.

თავდაპირველად, ღონისძიება მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, ცალკეული მონაწილეები ქალაქში გადაადგილდებოდნენ პლაკატებით სლოგანით: „ვაქცინაცია – არა მადლობა“. პროტესტს შეუერთდა ქალების ჯგუფი სკანდირებით: „არა ვაქცინაციას – ჩვენი შვილებისთვის“.

თუმცა, მოგვიანებით მომიტინგეებმა პოლიციის მიმართ აგრესია დაიწყეს და ყვიროდნენ: “თავისუფლება, თავისუფლება!”

აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები სამართალდამცველებს შაშხანებს ესროდნენ, საპასუხოდ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი იქნა გამოყენებული.

AFP-ის ცნობით, არეულობის შედეგად სულ ოთხი მომიტინგე და ორი პოლიციელი დაშავდა. დაკავებულია 20-მდე ადამიანი.

ბელგიაში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსული შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, ქვეყანაში სავადებულო გახდა ნიღბის ტარება 6 წლიდან ბავშვებისთვისაც.

გარდა ამისა, დაწესდა დამატებითი შეზღუდვები ღონისძიებების დახურულ სივრცეში გამართვაზე. ასევე, არავაქცინირებულებს რესტირნებსა და ბარებში შესვლა აქვთ აკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები