იაპონიის პრემიერი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს კიმ ჩენ ინს წინაპირობების გარეშე

იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა მზადაა, წინაპირობების გარეშე დაამყაროს კონტაქტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან.

ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტის 207-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“მე პირადად მზად ვარ, წინაპირობების გარეშე, პირდაპირ კონტაქტში წავიდე კიმ ჩენ ინთან. აუცილებელია სამწუხარო წარსულის ხაზის გავლება და იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების ნორმალიზება”, – თქვა კიშიდამ.

მან პირობა დადო, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს, მათ შორის, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, 1970-იან და 1980-იანი წლებიდან ჩრდილოეთ კორეაში იძულებით დაკავებული იაპონიის მოქალაქეების პრობლემის გადასაჭრელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები