ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული
“2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 2022 წელს განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კი დამატებით 300 მილიონი ლარი გამოიყოფა.