თბილისში გამოვლინდა 924, იმერეთში – 270, ქვემო ქართლში – 130 შემთხვევა – როგორია ეპიდვითარება დედაქალაქსა და რეგიონებში

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 1611 მძიმე პაციენტი რჩება, რომელთა უმრავლესობაც დედაქალაქში მკურნალობს.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 83, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 66, მცხეთა-მთიანეთი – 36, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 534, იმერეთში – 1 332.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 104, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.

1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 257 – აჭარაში; მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 37 232 პირი; საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები