ბრიტანეთის პარლამენტში “კოკაინის სკანდალია”

ბრიტანეთის პარლამენტში “კოკაინის სკანდალია”, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ორგანოს კედლებში ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტს.

თემთა პალატის სპიკერმა, სერ ლინდსი ჰოილმა პირობა დადო, რომ დაიწყებს გამოძიებას, – იტყობინება The Times-ი.

ჰოილის თქმით, კოკაინის კვალი აღმოაჩინეს ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ პარლამენტის საშვის მფლობელებს შეეძლოთ მოხვედრა. კერძოდ, ნარკოტიკების კვალი აღმოჩენილია პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, პრიტი პატელის ოფისების გვერდით მდებარე საპირფარეშოებთან.

დეპუტატმა ჩარლზ უოკერმა დაადასტურა, რომ საკითხი მომავალ კვირას თემთა პალატაში განიხილება.

დეპუტატი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ მეტი მონადირე ძაღლი იყოს მოზიდული პარლამენტში სამუშაოდ, რათა ნარკოტიკების მოძიება შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები