კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 6.88%-ია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,13 პროცენტს შეადგენს. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 6,88 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,56 პროცენტი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 778 პირს დაუდასტურდა, 3 234 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 63 ადამიანი.

რაც შეეხება საერთო რაოდენობას, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 867 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 809 830 ადამიანი, გარდაიცვალა 12 407 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები