ტყვარჩელში, მთაში მაშველებმა 30 ნოემბერს გაუჩინარებული ბესო კვეკვესკირის ცხედარი იპოვეს

ტყვარჩელის შემოგარენში, მთის მასივში მაშველებმა ბეტო კვეკვესკირის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას აფხაზეთის ‘დე ფაქტო რესპუბლიკის ”საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო” ავრცელებს. ამავე ცნობით, 32 წლის მამაკაცს, რომელიც სანადიროდ იყო წასული და გაუჩინარდა, 30 ნოემბრიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში, მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლები და ახლობლები იყვნენ ჩართული.

ამ წუთებში, გარდაცვლილის ცხედრის გადასვენების საკითხი წყდება, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, “უწყების” ვერტმფრენიც ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები