თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინცია ვანში, თუშბას რაიონში 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბიძგები 7,62 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ვანის პროვინციის გუბერნატორის, მეჰმედის ემინ ბილმეზმას განაცხადებით, წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები