დიდ ბრიტანეთში „ომიკრონის“ შტამით დაინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ბოლო 24 საათში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამურად, „ომიკრონის“ აღმოჩენიდან დღემდე, ინფიცირების 246 ფაქტი დადასტურდა.
გადაუდებელი მედიცინის სამეფო კოლეჯის პრეზიდენტის, კეტრინ ჰენდერსონის განცხადებით, ქვეყანაში უკვე საგრძნობლად შეიმჩნევა საავადმყოფოებში ადგილების დეფიციტი.
„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და კიდევ უფრო გაუარესებას ველით. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ვარიანტი სწრაფად დაიწყებს გავრცელებას, მდგომარეობის გამკლავება გაგვიჭირდება“, – აღნიშნა კეტრინ ჰენდერსონმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „ომიკრონის“ შტამი დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ხელისუფლებამ კოვიდრეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. რეგულაციები განსაკუთრებით გამკაცრებულია ქვეყანაში შემსვლელი ვიზიტორებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები