Dagens Industri: სტოკჰოლმში აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას, ლავროვმა რუსული პოლიტიკის „სრული მარცხი“ აჩვენა

სტოკჰოლმში, ეუთო-ს შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლა “რუსული პოლიტიკის სრული მარცხი” იყო, – ამის შესახებ შვედური პორტალი – Dagens Industri წერს.

როგორც აღინიშნება, ლავროვმა გამოაცხადა, რომ დასავლეთს უსაფრთხოების ახალ პაქტს წარუდგენს, რომლის მიღებაც “დასავლეთს მოუწევს”. მისი თქმით, ამ დოკუმენტის მთავარი პუნქტი არის გარანტია რუსეთისთვის, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. შვედეთში ეს ინიციატივა მკვეთრად გააკრიტიკეს და მიანიშნეს, რომ ლავროვი „წარმოადგენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა უფრო მცირეა, ვიდრე – სკანდინავიის ეკონომიკა“.

„გლობალიზაციის 30 წლის შემდეგ, მსოფლიო არ იცნობს არცერთ რუსულ ბრენდს. მსოფლიოს ბარების დახლებზე არაყიც კი რუსული არ არის. ერთადერთი, რისი ექსპორტი რუსეთმა ნამდვილად იცის – არის მუქარა და შიში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც თავს დაცულად გრძნობს შეშინებულ და სუსტ მეზობლებს შორის“, – ნათქვამია სტატიაში.

მიმომხილველის თქმით, ნატო-ს გაფართოებასთან დაკაშირებული ჩივილი რუსეთის სისუსტის ერთ-ერთი მაგალითია.

„რუსეთმა ვერ მოიზიდა ვერცერთი ნებაყოფლობითი მოკავშირე. ყველა, ვისაც აქვს შანსი, ეძებს ალიანსს დასავლურ დემოკრატიებთან“, – აღნიშნავს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები