გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, საშობაოდ არ იმოგზაურონ

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი მოსახლეობას ურჩევს, ეპიდვითარების გამო, საშობაოდ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

როგორც ვოლკერ ვისინგმა გაზეთთან – Bild am Sonntag განაცხადა, ასეთ ვითარებაში უფრო გონივრული იქნება, თუ შობას სახლში, ახლობლების ვიწრო წრეში გაატარებენ და ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობას არ დაგეგმავენ.

ანგელა მერკელმა, რომელიც კანცლერის თანამდებობას მალე დატოვებს, მოსახლეობას ბოლო თხოვნით მიმართა, კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრან.

„აიცერით, არ აქვს მნიშვნელობა – ეს პირველი დოზა იქნება თქვენთვის თუ „ბუსტერი“. ყველა აცრა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მერკელმა.
გერმანიაში მოსახლეობის, სულ მცირე, 68.9%-ია აცრილი. მთავრობის მიზანი იყო, მოსახლეობის მინიმუმ 75% მაინც ყოფილიყო ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები