დანიაში „ომიკრონის“ შემთხვევების მკვეთრი მატებაა – გუშინ 183 დაინფიცირებული გამოავლინეს

დანიაში ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევების ნახტომისებური ზრდაა – გუშინ ქვეყანაში 183 ინფიცირებული გამოავლინეს. პარასკევს დანიაში ახალი ვარიანტის სულ 18 შემთხვევა იყო.

დანია ერთ-ერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის ვარიანტების სეკვენსირება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შედეგად, ახალ შტამებს სწრაფად პოულობენ. 18 წლის ზემოთ მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზის მიღება შეუძლია, რადგან, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, იმუნიტეტი კოვიდის წინააღმდეგ ახალგაზრდებშიც სუსტდება.

ქვეყანაში 12 ნოემბრიდან ციფრული კოვიდპასპორტი მოქმედებს. დეკემბრის შუა რიცხვებამდე ღამის კლუბებში, კაფეებსა და დახურულ რესტორნებში „მწვანე საბუთის“ წარდგენა სავალდებულოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები