მეუფე ნიკოლოზი: რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი

“მომეჩვენა ძალიან დასუსტებული”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის უფრო და უფრო რწმუნდება, რომ სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია.

„მე არ მაქვს არავითარი კომპეტენცია, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი…მაგრამ მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა. მე გავაკეთე საქმე. შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე. არის განცდა, შეგრძნება უბრალოდ, რომ დასუსტებულია ადამიანი, არ ვიცი, მედიცინაშიც ვერ ვერკვევი  მაინც და მაინც, მგონია, შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად  სუსტად არის, მე ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს.

მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს.

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა“, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები