მეუფე ნიკოლოზი – სააკაშვილზე: 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა.

„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები. მე პირადად, 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. შვიდჯერ ზეთისცხება, ასე უფროა ხალხისთვის ცნობილი. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობა, განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს. ლოცვებში ეს ორივეა, ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული –  ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა. მე ღრმად მწამს, რომ ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობაზე, რადგან ბევრი ექიმისგან გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური, თუ ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს საიდუმლოება განსაკუთრებით რეანიმაციაში სრულდებოდა ხოლმე, ყოველთვის იყო შედეგი და ამან ჩემი რწმენა გამიძლიერა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საიდუმლოება მისთვის შემესრულებინა. შევედი, მოვინახულე, ის ორი საათი ესწრებოდა ამ ლოცვებს და ვაცხე ზეთი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები