საშობაო წვეულებაზე ოსლოში “ომიკრონით” დაინფიცირდნენ – ექიმი ვარაუდობს, რომ 60-მდე ადამიანია ინფიცირებული

ნორვეგიის დედაქალაქში, საშობაო წვეულებაზე კორონავირუსის ახალი შტამით სულ მცირე 13 ადამიანი დაინფიცირდა, ინფორმაციას “ევრონიუსი” ავრცელებს.

“წვეულებაზე 120 ადამიანი იმყოფებოდა, ჩვენი აზრით, მათი ნახევარი მაინც დაინფიცირდებოდა ომიკრონით“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის წამყვანმა ექიმმა, პრებენ აავიტსლანდმა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ევროპაში ეს ომიკრონის ყველაზე დიდი გავრცელებაა.

3 დეკემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში. აკრძალვები ოსლოსა და მიმდებარე რეგიონზე ვრცელდება. მოქალაქეები ვალდებულები არიან იმუშაონ სახლიდან, თუ ეს შესაძლებელია. ასევე, წვეულებებს არ უნდა ესწრებოდეს 100 ადამიანზე მეტი. რესტორნებმა და ბარებმა მომხმარებლები უნდა აღრიცხონ. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში ნიღბები ატარონ. ქვეყანაში შესვლის მსურველებმა კოვიდის ტესტი უნდა ჩაიტარონ 24 საათის განმავლობაში. თუ სწრაფი ტესტი დადებითს აჩვენებს, მგზავრს პისიარ ტესტის ჩატარების ვალდებულება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები