მაია ჩხაიძე – “ომიკრონის” შტამზე: კარგს, ალბათ, არ უნდა ველოდოთ იმ მხრივ, რომ გადამდებლობა იქნება მაღალი

“უკვე ევროპაშიც გამოვლინდა შემთხვევები. ვიცით, რომ 40 წლამდე ახალგაზრდებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. კარგს, ალბათ, არ უნდა ველოდოთ იმ მხრივ, რომ გადამდებლობა იქნება მაღალი”, – ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ შტამზე, „ომიკრონზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში “დელტა” შტამი დომინირებს.

„საქართველოში, ამჟამად, „დელტა“ შტამი ცირკულირებს. ალბათ, უკვე სეზონური გრიპიც შემოვა. ამ დროისთვის, ჩვენთან 92 პაციენტი წევს. მათი უმეტესობა წლამდე ასაკის ბავშვია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები