თამარ გაბუნია: “ასტრაზენეკას” “ბუსტერისთვის” არ ვიყენებთ

“ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “იმედის ” ეთერში საუბრისას განაცხადა.

გაბუნიამ კიდევ ერთხელ განმარტა თუ რა პრინციპითაა შესაძლებელი „ბუსტერ“ დოზით იმუნიზაცია.

„უკვე რამდენიმე კვირაა, რაც „ბუსტერის” გამოყენება დავიწყეთ. „ბუსტერით“ 20 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 6 თვის წინ აიცრნენ. „ბუსტერი“, შესაძლოა, ყველა ვაქცინის შემდეგ გამოვიყენოთ. „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში, რამდენადმე განსახვავებული რეგულაცია გვაქვს – „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ პირებს შეუძლიათ, აიცრან ამავე ვაქცინებით – „ბუსტერ“- დოზა გაიკეთონ. თუ ეს არის 60 წლამდე პირი, ეს დოზა ეკუთვნის 6 თვის შემდეგ. 60 წლის ზემოთ პირებში, 3 თვეშია დასაშვები „ბუსტერ“- დოზის გაკეთება. მათ ასევე, შეუძლიათ, „ფაიზერით“ აიცრან. ანუ, თუ გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ და აიცრან „ფაიზერით“, ესეც დასაშვებია. რაც შეეხება „ფაიზერით“ აცრილებს, ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ, მესამე დოზა 6 თვის თავზე კეთდება. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ორი დოზით აცრილებს, ასევე შეუძლიათ ჩაიტარონ „ფაიზერით“ აცრა მესამე დოზის სახით, მეორე აცრიდან, 6 თვის შემდეგ. თავად „ასტრაზენეკას“ „ბუსტერისთვის“ არ ვიყენებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები