თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს.

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

ესაა ბაზისური რეგულაცია და იგივე მექანიზმი მრავალ სხვა ქვეყანაშიც მოქმედებს. რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმო ქვეყნებს აძლევს, რა თქმა უნდა, არის საზღვრის მკაცრი კონტროლი და მოგზაურობისთვის PCR-ტესტირება, ასევე საკარანტინოს ზომები, ვაქცინაციის გამკაცრება და პირადი დაცვის ღონისძიებები. ყველაზე ბაზისური და მარტივია პირბადე, მაგრამ ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს. ჩვენ ახლა ვართ იმ რეჟიმში, როცა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვაქინაციის პროგრამის გააქტიურებას, ასევე, საჭიროა, თვალი ვადევნოთ იმ სამეცნიერო სიახლეებს, რომელთაც ჯანმო მოგვაწვდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები