“რატომ დუმს დასავლეთი?” – გიორგი ცუცქირიძე

“რატომ დუმს დასავლეთი? ამ თემაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს, თუმცა მაინც აცდენილია რეალობას. ძირითადად მსოფლიოში შექმნილ პოლიტრეალობას და შიდა პოლიტიკას უკავშირდება”, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“აქ ბუნებრივია, იგულისხმება დასავლეთის შედარებითი დუმილი სააკაშვილის პროცესთან მიმართებაში, თორემ სახელმწიფო დეპარტამენტის და დიპლომატიურ დონეზე, აშშ ის და ევროკავშირის ელჩების მხრიდან, ვფიქრობ, გასაგები მესიჯები გაჟღერდა. ისინი დაინტერესებული არიან პროცესის პროცედურული მხარის მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებით, სადაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის უფლებები ბოლომდე დაცული იქნება.

სხვა დამატებით განმარტებებს დასავლეთის ოფიციალური წრეები არც გააკეთებდნენ, თუნდაც ბოლო არჩევნებისაგან განსხვავებით, და თუ რატომ ამასაც თავისი ახსნა აქვს.

ახლა, ოპოზიციურმა სპექტრმა ე.წ პიჯაკების საქმეში, ოფიციალურად კი სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვის საქმეში, რასაც მას პროკურატურა ედავება, რამდენიც არ უნდა განავრცოს იურიდიულ ნარატივად -რაც კანონით აკრძალული არ არის, არც დანაშაულია, საბოლოოდ კაზუისტიკაში გადადის.

ამ ცხრა მილიონიან ხარჯებში, რომ დავუშვათ და არც იყოს რაიმე ტიპის სერიოზული საკანონმდებლო დარღვევები, აქ შვილის სწავლის დაფინანსებაზე არც მსურს აქცენტების გადატანა, რაზეც მისი მხარდამჭერების მხრიდან შეგნებულად კეთდება განსაკუთრებით აქცენტირება, ამ საქმეში სხვა ბევრი ისეთი სადაო საკითხია, ევროპის ქვეყნებში არც დაესიზმრებათ.

ასეთი ფუფუნების უფლებას, ამ სახის არამიზნობრივი ხარჯები, კანონითაც რომ არ იყოს აკრძალული, საეჭვოა აშშ ის ან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის უახლესი ისტორია იცნობდეს.

არათუ ლიბერალური დემოკრატიის ან ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნების მმართველებს არ გაუწევიათ და ვერც გასწევდნენ ამ სახის ხარჯებს, მით უმეტეს გრიფით საიდუმლო მუხლით(სულ მინიმუმ იმპიჩმენტის ფასად დაუჯდებოდათ), არამედ ელექტორალური ავტოკრატიის და თვით დახურული ავტოკრატიის, ამასთან გაცილებით მდიდარი ქვეყნების მმართველების დონეზეც კი წარმოუდგენელია სახელმწიფო სახსრების ასეთი ფლანგვა.

თუ რატომ დუმს დასავლეთი, ამის პასუხიც დიდწილად აქ არის საძიებელი და არა საქართველოს საკითხის ნაკლებ აქტუალობაში, რაზეც ხდება ცალკეულ საექსპერტო დონეზე აქცენტების გადატანა, მოცემულ ეტაპზე დასავლეთის რუსეთთან მეტად დაძაბული და სახიფათო პოლიტიკური პასიანსის გამო”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები