თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ – ასეთია ტრანსპორტი

ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ – ასეთია ტრანსპორტი”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “”იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები და მსჯელობა გაგრძელდება.

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის – „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი. ამ საკითხზე კონსულტაციები და მსჯელობა გაგრძელდება. ევროპის ქვეყნებში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ, შეიძლება, ეს მექანიზმი ტრანსპორტშიც გამოიყენონ. რა თქმა უნდა, რთული იქნება იმის ადმინისტრირება, რომ ყველა მგზავრი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს, განსაკუთრებით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, გაკონტროლდეს. თუ არ იქნება ადმინისტრირებისა და აღსრულების უზრუნველყოფის გარანტია, ბუნებრივია, ვერ ვხედავ დამატებითი შეზღუდვების დაწესების აზრს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები