ამირან გამყრელიძე: წინასწარი ინფორმაციით, “ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.

“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, “ომიკრონს” აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის”, – აცხადებს გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები