ამირან გამყრელიძე – პანდემიაზე: ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ – პირბადის უნივერსალური ტარება და ვაქცინაციის ტემპის გაზრდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საზოგადოებას პირბადის ტარებისა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, კვლავ მაღალია. დეკემბერი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხავს მხოლოდ ორი რამ – პირბადის უნივერსალური ტარება, როგორმე უნდა გავზარდოთ და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე “რუსთავი ორთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები