კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 389, იმერეთში – 776

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა – 157, იმერეთი – 776, ქვემო ქართლი – 179, შიდა ქართლი – 210, გურია – 87, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 245, კახეთი – 182, მცხეთა-მთიანეთი – 66, სამცხე-ჯავახეთი – 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც: 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 554, აჭარაში – 551, იმერეთში – 1 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში – 590, აჭარაში – 103, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი,  მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 41, იმერეთში – 34. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 – თბილისში, 245 – აჭარაში. 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები