ანგელა მერკელმა საბოლოო მიმართვაში მოსახლეობას საყოველთაო იმუნიზაციისკენ მოუწოდა

პოსტიდან მიმავალმა ანგელა მერკელმა გერმანიის მოსახლეობას კანცლერის თანამდებობიდან გუშინ საბოლოოდ მიმართა.

მან გერმანიის მოქალაქეებს ამცნო, რომ მომდევნო კვირიდან კანცლერის პოზიციას ტოვებს და კოვიდ19-ის წინააღმდეგ საყოველთაო ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩაიტარეთ იმუნიზაცია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვაქცინის პირველი დოზა იქნება თუ ბუსტერი“,-აღნიშნა მან.

მერკელმა მიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ ახალი შტამი „მანამდე აღმოჩენილ შტამებთან შედარებით უფრო გადამდებია“.

განცხადება მერკელმა, ინფექციის გავრცელების და საგანგაშო სტატისტიკის შემცირების მიზნით ამოქმედებული მკაცრი რეგულაციებიდან 2 დღის შემდეგ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მოსახლეობის მხოლოდ 68 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები კი მიზანმიმართულად არავაქცინირებული მოსახლეობის აკრძალვებს მოიცავს – მათ ჰიპერმარკეტების გარდა, თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყოფნა ეკრძალებათ. მთავრობის ფორმირების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები