ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო – არის მსხვერპლი

იავას კუნძულზე, ინდონეზიაში, ვულკანი „სემერუ“ გააქტიურდა. სააგენტო „Reuters“-ის ცნობით, ვულკანმა ცხელი კვამლის ამოფრქვევა დაიწყო.

მონიტორინგის თანახმად, ვულკანური აქტივობის შედეგად ფერფლის ამოფრქვევა 15 კილომეტრის სიმაღლეზე მოხდა. დიდმა შავმა ღრუბელმა კუნძული დაფარა. ხალხმა პანიკის საფუძველზე ევაკუაცია დაიწყო.

ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულისა და 41 დაშავებულის შესახებ. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

როგორც ცნობილია „სემერუ“ ყველაზე მაღალი მწვერვალია კუნძულ იავაზე და 130 აქტიურ ვულკანთა სიაში შედის ინდონეზიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები