საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.