El Universal: მექსიკაში, ქალაქის ცენტრში ადამიანების ცხედრებით სავსე ტომრები იპოვეს

მექსიკის ქალაქ ფრენსილნოში, შტატ საკატეკაში, ადგილობრივმა მცხოვრებმა 5 ტომარა აღმოაჩინა, სადაც ადამიანების ცხედრები იყო მოთავსებული. გამოცემა „El Universal“-ის ინფორმაციით, მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. მათი ცნობით, ცხედრები ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანის ცხედარი იყო მოთავსებული ტომრებში. გარდა ამისა, გამოცემის ცნობით იმავე დროს ქალაქის სხვა მხარეს პოლიციამ დანაწევრებული ადამიანის ცხედარიც იპოვეს.

სამართალდამცავების ცნობით, უკანასკნელ 24 საათში, რეგიონში სულ მცირე 9 ადამიანი მოკლეს. სავარაუდოდ, ისინი ადგილობრივ ნარკოკარტელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები