ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუ ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

“ბიბისის” ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ვულკანთან ახლოს მდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარდა ამისა, ადგილობრივმა სააგენტოებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა შესაძლოა, 15 ათას მეტრს მიაღწიოს.

სემერუ ინდონეზიაში მდებარე 130 აქტიური ვულკანების რიცხვში შედის. ის ბოლოს იანვრის თვეში ამოიფრქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები