ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გართულდება. როგორც გამყრელიძემ პირველ არხს განუცხადა, გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში უკვე დაფიქსირდა. მისივე თქმით, არსებული კოვიდრეგულაციების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია.

„ზამთარი მოვიდა და ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა. გუშინ გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატება. ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები