გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 11 889 აცრა ჩატარდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 889-მა ადამიანმა გაიკეთა.
საერთო ჯამში ქვეყანაში 2 224 629 აცრა გაკეთდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 482 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 510 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 972 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს.