საქართველოში კორონავირუსს კიდევ 40 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 298-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 3 950 ახალი დაუდასტურდა, 2 014 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.