დავით სონღულაშვილმა „მრგვალი მაგიდა – ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრა საქართველოსთვის“ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „მრგვალი მაგიდა – ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრა საქართველოსთვის“ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის მიზანს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ბიზნეს საზოგადოებაში, ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა და საქართველოსთვის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განსაზღვრა წარმოადგენს.

„ხელოვნური ინტელექტი არის მსოფლიოს დღის წესრიგში და აქედან გამომდინარე ტექნოლოგიების განვითარება ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი გამოწვევა, ამიტომ ვფიქრობ, პირველ რიგში სტრატეგია უნდა განვსაზღვროთ ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით, რათა ეს გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. რა თქმა უნდა, ამ პროცესებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება და მხარს დაუჭერს სტრატეგიის წერის პროცესს,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიება, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის საელჩოს, EBRD-ის, კომპანია ნეირონისა და NVIDIA-თან თანამშრომლობით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები