ივანე ჩხაიძე – „ომიკრონზე“: ის არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია, უჯრედში უფრო იოლად შეაღწიოს

“პირველივე განხილვის შემდეგ, ახალ მუტაციას მიენიჭა შეშფოთების მუტაციის კატეგორია. პოტენციურად ის არის ის ვირუსი, რომელსაც შეუძლია, უჯრედში უფრო იოლად შეაღწიოს და, შესაბამისად, იყოს უფრო იოლი გადამდები”, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ის ინფორმაცია, რაც ჩვენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული დაკვირვების შემდეგ გვაქვს, მიუთითებს, რომ ძირითადად ამ ვირუსის მატარებლები არ საჭიროებენ საავადმყოფოში მოთავსებას. ახალი მუტაციის დროს კლინიკური მიმდინარეობა ხასიათდება, როგორც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. იქნება თუ არა ვაქცინები ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები