თეა წულუკიანი – პაატა მანჯგალაძეს: არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე, აცდით შხამს

“არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე”, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, პაატა მანჯგალაძეს, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ შხამისა და სიძულვილის ნთხევით ააშენებს ისეთ საქართველოს, რომელიც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს?!

ოპოზიციონერს მინისტრმა უპასუხა, რომ მის გამოსვლაში სიძულვილის ენა არ იყო, თუმცა, ყველაფერი წინ არის.

„მე არ ვიცი, რომელ პარტიას წარმოადგენთ, თქვენი გვარი და სახელიც დღეს გავიგე, მაგრამ ჩემი გამოსვლის შესავალში არ იყო არც სიძულვილი და არც შხამის ნთხევა, თუმცა, ყველაფერი წინ არის. პარტია არ ვიცი და აცდით შხამს!
არც ვიცი, როგორ დავიწყო ეს ნაწილი ჩემი გამოსვლის იმიტომ, რომ ღმერთი მაღლიდან იყურება და ჩემი გამოსვლის პირველი ნაწილის დროს რა, რა და სიძულვილის ენით არ მისაუბრია, მაგრამ გამოვსწორდები”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები