პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პროფესიული გადამზადების კურსდამთავრებულ მსჯავრდებულებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თორმეტმა მსჯავრდებულმა ელექტრიკოსისა და მეფილე-მომპირკეთებლის სამთვიანი კურსი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ბაზაზე არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში გაიარა. სწავლებას უძღვებოდნენ პროფესიული კოლეჯების, „მერმისისა“ და „სპექტრის“ გამოცდილი პედაგოგები. თავისუფლების შეზღუდვის პერიოდში მიღებული ცოდნა, კურსდამთავრებულებს, გათავისუფლების შემდეგ, სამუშაოს მოძიებას გაუადვილებს.
სასწავლო პროგრამის მომდევნო ეტაპი 28 ივლისიდან დაიწყება და მასში კიდევ 25 თავისუფლებაშეზღუდული პირი ჩაერთვება. ამ ახალ ეტაპზე ზემოხსენებულ პროფესიებს ინფორმაციული ტენოლოგიებისა და საბუღალტრო კურსები დაემატება. თავისუფლების შეზღუდვის დაწსებულებაში პროფესიული გადამზადების პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები