მერილენდის შტატში ათობით ბავშვი Pfizer-ის ვადაგასული ვაქცინით აცრეს

 

აშშ-ში, მერილენდის შტატში, სულ მცირე, 70 ბავშვი, რომელთა ასაკი ხუთიდან თერთმეტ წლამდე მერყეობდა, Pfizer-ის ვადაგასული ვაქცინით აცრეს, – ამის შესახებ The Washington Post (WP) წერს.

გაზეთის ცნობით, ჯანდაცვის სამსახურები ირწმუნებიან, რომ არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამავე დროს, მათ მოუწოდეს მშობლებს, დარწმუნდნენ, რომ მათ შვილებს ვაქცინის კიდევ ერთი დოზა გაუკეთდეთ COVID-19-სგან სათანადო დაცვის მიზნით. ”ძალიან ვწუხვართ შეცდომის გამო და ბოდიშს ვიხდით ოჯახებისთვის შექმნილი უხერხულობისთვის,” – თქვა ჯანდაცვის ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ჯორჯ ასკეუმ.

შემთხვევა შტატის პრინს-ჯორჯესის ოლქში მოხდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ბავშვებს, რომლებმაც ვადაგასული ვაქცინა მიიღეს, რევაქცინაცია შეეძლებათ სპეციალურ კერძო კლინიკებში 5 და 11 დეკემბერს, ან ნებისმიერ სხვა დღეს ქვეყნის ჩვეულებრივ კლინიკებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები