ერაყის ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

 

ერაყის ჩრდილოეთით, ჰიდირ ჯიჯას სოფელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანია დაღუპული, მათგან 3 სამოქალაქო პირია, 7 კი – სამხედრო მოსამსახურე.

ადგილობრივების თქმით, სოფელს თავს “ისლამური სახელმწიფოს” წევრები დაესხნენ და სამი ადგილობრივი მოკლეს.

ამის შემდეგ, ერაყის ქურთისტანის შეიარაღებულმა ძალებმა („პეშმერგა“) საპასუხო ოპერაცია დაიწყეს და ინციდენტის ზონაში რამდენიმე რაზმი გადაისროლეს. თუმცა, აღნიშნული დამატებითი დანაკარგით დასრულდა, რადგან ტერორისტებმა სოფლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს, რომლის დეტონაციის შედეგად 7 ჯარისკაცი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ერაყის ამ ნაწილში ბოლო დროს “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმები გახშირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები