ჯანმო: “ომიკრონის” შტამით გარდაცვალების ფაქტი ისევ არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ აქვს მონაცემები კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით გარდაცვალების შესახებ, – განაცხადა ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა.

”მე ჯერ არ მინახავს “ომიკრონთან” დაკავშირებული სიკვდილის შესახებ მონაცემი. მაგრამ ჩვენ ვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას და კიდევ მეტი გვექნება, რადგან უფრო მეტი ქვეყანა აკონტროლებს ამ შტამს და მოქალაქეები ტესტირებას გადიან. ასე რომ, ჩვენ გვექნება მეტი ინფიცირება, მეტი ინფორმაცია, მაგრამ იმედია, სიკვდილი არ იქნება“, – თქვა მან.

მისივე თქმით, ახალი შტამის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.

ლინდმაიერის თქმით, წინასწარი კვლევები ჯერჯერობით მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ომიკრონი” შეიძლება, იყოს უფრო ინფექციური, ვიდრე – COVID-19-ის ყველა წინა ვარიანტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები