ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „IBTM 2021″ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბარსელონის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურო, ბიუროს წევრი 5 კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო წარდგენილი. „IBTM 2021″ ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიება გამართა, მათ შორის პრეზენტაციები, B2B შეხვედრები.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 5 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად ერთიანი საპრომოციო სტენდით წარსდგა, სადაც სტუმრებს, საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივებს.

საერთაშორისო გამოფენაში 140-ზე მეტი ქვეყანა და 3000-ზე მეტი მიმართულება მონაწილეობდა. გამოფენას ტურიზმის სფეროს 15,000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები