„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ „ბუსტერდოზებმა“ საუკეთესო შედეგი აჩვენა – ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები

„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ „ბუსტერები“ ყველაზე მაღალ ეფექტიანობას აჩვენებენ კორონავირუსის წინააღმდეგ. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი. ამ ორი ვაქცინის „ბუსტერდოზა“ იმუნიტეტს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

მეცნიერების თქმით, არსებობს ოპტიმიზმის ნიშნები, რომ „ბუსტერები“ „ომიკრონის“ დროს ადამიანს მძიმე დაავადებისა და გარდაცვალებისგანაც იცავს.

„ბუსტერი“ დაავადების რისკს 93%-ზე მეტით ამცირებს. დიდ ბრიტანეთში მესამე დოზას 18 წლის ზემოთ ყველა ზრდასრულს სთავაზობენ.

კვლევის ფარგლებში, 3 ათას ადამიანს ვაქცინაციიდან 3 თვის შემდეგ გაუკეთეს „ბუსტერდოზები“. დატესტილი 7 ვაქცინიდან  ყველა უსაფრთხო აღმოჩნდა. გვერდითი მოვლენები – მათ შორის, თავის ტკივილი, დაღლილობის განცდა და ტკივილი ნანემსრის ადგილას, ძირითადად, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდა.

კვლევაში „ბუსტერებად“ გამოიყენეს – „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ნოვავაქსი“, „ჯონსონი“, „კურევაკი“ და „ვალნევა“ – იმის მიუხედავად, რომ ბოლო 2 ვაქცინა აღარ მზადდება.

კვლევების შედეგად გაირკვა, რომ mRNA ვაქცინები – „მოდერნა“ და „ფაიზერი“ უფრო მეტი ანტისხეულის გამომუშავებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები