ბელგიაში საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა
ბელგიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ასევე ევროკომისიის აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი გიუნარ ვიგანდი ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირსადა ბელგიის სამეფოში აკრდიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს ერვოკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და თანადგომა აღუთქვეს ქვეყანას ევროკავშირთან და ევროპის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის კიდევ ეუფრო გაღრმავების კუთხით.