გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 11 699 აცრა ჩატარდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 11 699 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროის მონაცამებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში 2 211 839 აცრა გაკეთდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი.
საქართველოში კოვიდინფექციას დღე-ღამეში, კიდევ 67 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები