გოგი მეშველიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს, გოგი მეშველიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დეპუტატი Facebook-ზე წერს, რომ ის თავს კარგად გრძნობს, გადის მკურნალობის შესაბამის კურსს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
„მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდ-19. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და გავდივარ შესაბამისი მკურნალობის კურსს, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობ და მალე დაგიბრუნდებით”, – წერს გოგი მეშველიანი.