მაკა ბულეიშვილი: “მწვანე პასპორტი” ალბათ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 2 კვირაში მონაცემების კლებას შევხედოთ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები “მწვანე პასპორტის” ამოქმედებიდან 2 კვირაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაძლო კლებას ვარაუდობენ.

მედიცინის დოქტორი, მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საგულისხმოა, რადგან კოვიდნფექციით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მედიკოსი ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედებიან 2 კვირაში უკვე შესაძლებელია ინფიცირების მონაცემების კლების ანალიზი.

“საყურადღებოა ძალიან ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გვაქვს და, სამწუხაროდ, ლეტალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდება. “მწვანე პასპორტი” ალბათ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე ამოქმედებიდან 2 კვირაში მონაცემების კლებას შევხედოთ,” – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები