პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას სავარაუდოდ, შაბათს დაამტკიცებს
საქართველოს პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს სავარაუდოდ, შაბათს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებს.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტი ელოდება პრეზიდენტის მიმართვას, რის შემდეგაც კომიტეტები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ.
,,ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მომართვას, რომლის შემდეგ კომიტეტები უფლებამოსილი იქნებიან საკომიტეტო განხილვა დაიწყონ. პარლამენტი არ ისარგებლებს 7-დღიანი ვადით, რადგან მნიშველოვანია ეს შემჭიდროვებულ პერიოდში მოხდეს. ვფიქრობ, რომ პარლამენტი მინისტრთა ახალ შემადგენლობას შაბათს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.