სლოვენიამ Johnson & Johnson-ის ვაქცინით იმუნიზაცია შეწყვიტა

სლოვენიაში ქვეყნის მთავრობამ Johnson & Johnson-ის ვაქცინით იმუნიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიღო. ოფიციალური განცხადება სლოვენიის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანეზ პუკლუკარმა გააკეთა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა კომპანია Johnson & Johnson-ის წარმომადგენელი.

„ადამიანის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე უფრო დიდი პრიორიტეტი არ არსებობს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით Johnson & Johnson-ის ვაქცინით იმუნიზაციის დროს წარმოშობილ პრობლემას, რაც შესაძლოა, ადამიანის სისხლის მიმოქცევაში თრომბების წარმოქმნას უკავშირდებოდეს. მომხდარი შემთხვევებზე დაიდება დასკვნა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს გადაეგზავნება განსახილველად“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მასშტაბით, იმუნიზაციის დაწყებიდან დღემდე, Johnson & Johnson-ის ვაქცინის 16 მილიონზე მეტი დოზის ადმინისტრირება მოხდა, რასაც შესაძლოა, 6 ადამიანის გარდაცვალებასთან ჰქონდეს კავშირი.

https://www.euronews.com/2021/12/01/slovenia-halts-johnson-johnson-covid-19-vaccine-after-woman-s-death?fbclid=IwAR0ORau5z4qWEALqrQ0RB1gDuOpZrT34-rweTEE7aJS9NnefLw6HtOi5_aw

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები