ნორვეგიაში წვეულებაზე მყოფ პირებს „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება დაუდასტურდათ

ნორვეგიის მთავრობამ ახალი კოვიდშეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. რეგულაციების შემოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ერთ-ერთ წვეულებაზე ინფიცირების ეპიზოდი დაფიქსირდა. შეზღუდვები ამოქმედდება ქვეყნის დედაქალაქ ოსლოსა და გარშემო არსებულ პროვინციებში.

ახალი შეზღუდვების თანახმად, ქვეყნის პრემიერმინისტრმა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის განკარგულება გასცა და ღონისძიებები გააუქმა, სადაც 100 ადამიანზე მეტი მოიყრის თავს.
ცნობილია, რომ წვეულებას 150 პირი ესწრებოდა, ხოლო მომდევნო დღეებში ნახევარზე მეტს, კოვიდ19-ზე გაკეთებული ტესტის პასუხების მიხედვით, სავარაუდოდ, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება დაუდასტურდა.

ცნობილია, რომ წინასაშობაო წვეულება ერთ-ერთმა ნორვეგიულმა კომპანიამ  თანამშრომლებისთვის გამართა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ინგვლის ჯერკოლის განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან წვეულებაზე მყოფი პირებიდან რამდენიმეს უკვე დაუდასტურდა „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება.

„მომხდარი გვიჩვენებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და რომ ვაქცინა არცთუ ისე კარგად იცავს ადამიანებს მისგან. იმედი გვაქვს,  ვაქცინა, ინფიცირების შემთხვევებში, მდგომარეობის გაუარესებისგან დაიცავს მოქალაქეებს, თუმცა, არ ვიცით, რა დონით შეძლებს იგი ამას“, – აღნიშნა ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო: https://www.euronews.com/2021/12/02/covid-19-norway-on-guard-over-omicron-as-dozens-test-positive-after-christmas-party?fbclid=IwAR1BmIV2fIwBWkhgZvWgYO9bs9RG_zEmspWGfaKA6lju4nVn0kmQ97vV70Q

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები